საწყობის თანამშრომელი
2xP PRIORITY Wishlist.ge
თარიღები: 17 სექ - 19 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1200
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობის თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: cv@wishlist.ge
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოშიWishlist.ge - “ვიშლისთი“  აცხადებს ვაკანსიას „საწყობის თანამშრომლის“ პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: ავჭალა და თბილისი მოლი 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ჩამოსული პროდუქციის მითვლა; 
  • საწყობში პროდუქციის ბრენდების მიხედვით დალაგება; 
  • საწყობიდან პროდუქციის გამოტანა, სალაროსთან მიტანა; 
  • შემოსული შეკვეთების გამზადება; 
  • საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება; 
  • საწყობის მოწესრიგება; 
  • საჭიროებისამებრ მომხმარებელთან წასვლა და ნივთების აწყობა. 
  • საწყობის მენეჯერის მიერ სხვა რელევანტური დავალებების შესრულება. 
  
ძირითადი მოთხოვნები: 
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი; 
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა; 
  • პუნქტუალურობა. 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით ცვლებში. 
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში. 
  • ანაზღაურება: 1200 ლარი. 
  • მზარდი ანაზღაურების სისტემა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის; 
  • ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის. 
  
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV  მისამართზე: cv@wishlist.ge  გთხოვთ, “subject”-ის  გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საწყობის თანამშრომელი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება! 
 
გისურვებთ წარმატებებს!