სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
ვაცხადებთ ვაკანსიას საკონდიტროს ტექნოლოგის დამხმარის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მთავარი ტექნოლოგის დახმარება კალკულაციების, რეცეპტების გაწერაში და ტექნოლოგიური ბარათების შექმნაში;
- საკონდიტროში წარმოების გუნდის დახმარება ტექნოლოგიური პროცესების მართვაში;
- წარმოების გამართული პროცესისთვის აუცილებელი სასურსათო ნედლეულის საჭიროების განსაზღვრა;
- მოწოდებული ნედლეულის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
- Haccp-ის წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება საკვები პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულებით;
- Microsoft office-ის (word; excel) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- პრაქტიკიკული გამოცდილება/სტაჟირება საწარმოში ან ტექნოლოგიური მიმართულებით, ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლიანი,
- შრომისმოყვარე;
- ორგანიზებული;
- ყურადღებიანი;
- აკურატული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი;
- სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Hr@daily.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 551 737 398;
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!