საკონდიტროს ტექნოლოგის დამხმარე

ქუთაისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი დეილი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: კონდიტერი
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.

ვაცხადებთ ვაკანსიას საკონდიტროს ტექნოლოგის დამხმარის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მთავარი ტექნოლოგის დახმარება კალკულაციების, რეცეპტების გაწერაში და ტექნოლოგიური ბარათების შექმნაში;
  • საკონდიტროში წარმოების გუნდის დახმარება ტექნოლოგიური პროცესების მართვაში;
  • წარმოების გამართული პროცესისთვის აუცილებელი სასურსათო ნედლეულის საჭიროების განსაზღვრა;
  • მოწოდებული ნედლეულის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
  • Haccp-ის წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი განათლება საკვები პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულებით;
  • Microsoft office-ის (word; excel)  პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პრაქტიკიკული გამოცდილება/სტაჟირება საწარმოში ან ტექნოლოგიური მიმართულებით, ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლიანი,
  • შრომისმოყვარე;
  • ორგანიზებული;
  • ყურადღებიანი;
  • აკურატული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი;
  • სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Hr@daily.ge  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 551 737 398;

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!