დერმატო-ვენეროლოგის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი კლინიკა კანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: დერმატოლოგი, ექიმის დამხმარე
მულტიპროფილური კლინიკა “კანი" აცხადებს შერჩევას  დერმატო-ვენეროლოგის ასისტენტის  პოზიციაზე.

გრაფიკი:  2 დღე მუშაობა, ორი დღე დასვენება (09:00-21:00)
ადგილმდებარეობა:  თბილისი, სააკაძის დაღმართი N11

ფუნქციები:
  • უზრუნველყოს ექიმის დახმარება ადმინისტრაციული საკითხებისა და პაციენტის მომსახურების მიმართულებით;
  • კლინიკის მიერ შემუშავებული პროტოკოლების შესრულება;
  • პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტების შესაბამისად; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (ბაკალავრი);
  • ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • კეთილგანწყობა და თავაზიანობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@kani.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დერმატო-ვენეროლოგის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

შპს კანში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს კანის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. 
გისურვებთ წარმატებას!