ღვინის მაღაზიის კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სომელიე
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“  აცხადებს ვაკანსიას „ღვინის მაღაზიის კონსულტანტის“  პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოთხოვნები:
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა, მათი საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • საწყობიდან პროდუქციის სარეალიზაციო დარბაზში განაწილება განლაგების გეგმის დაცვით;
  • პროდუქციის ასორტიმენტის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შევსების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ხარისხის, ვადისა და მარაგების მუდმივი კონტროლი;
  • დახლსა და სხვა დამატებით თაროებზე პროდუქციის ფასმაჩვენებლების სწორად განლაგება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 20 სექტემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ   თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე:  hr@ktw.ge,  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,ღვინის მაღაზიის კონსულტანტი“
რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.  რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”