ლიდი სამედიცინო ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი მედიკ
მივლინება: არა ხელფასი: 3000 - 4500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური მართვის მოწმობა: B
ინჟინერია: ბიოინჟინერია ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: სამედიცინო აპარატურის სპეციალისტი
თბილისი მედიკი მე_14  წელია ზრუნავს  სამედიცინო სფეროს განვითარებაზე და მას სამედიცინო პროდუქტის სრულ სპექტრს სთავაზობს. თბილისი მედიკი აერთიანებს ყველა აუცილებელ სამედიცინო ინვენტარს ერთ სივრცეში. ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი. გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლებისა, თბილისი მედიკი ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 3 მაღაზიით (1 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი). 
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თბილისი მედიკში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ.
განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას  ლიდი სამედიცინო ინჟინრის პოზიციაზე.


თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:   
  • არსებული და ახალი პროდუქტების ტექნიკური და ფუნქციური სრულყოფილი შესწავლა;  
  • მომხმარებლების (კლინიკები) კონსულტაცია შესყიდული პროდუქციის ექსპლუატაციის პირობებზე;  
  • მომხმარებლების (კლინიკები)  მიერ შესყიდული პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში მათი შეკეთების ხარისხიანი და დროული უზრუნველყოფა;  
  • გაყიდული აპარატურისა და მისი ექსპლუტაციის პროცესის პერიდული მოკითხვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მხარდაჭერა;  
  • საინჟინრო გუნდის მხარდაჭერა პროცესების გამართულად ფუნქციონირებაში; 

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
  • უმაღლესი ტექნიკური/საინჟინრო განათლება;  
  • სასურველია საინჟინრო საკვალიფიკაციო სერთიფიკატი;  
  • სამედიცინო  საინჟინრო სფეროში მუშაობის მინიმუმ  2  წლიანი  სამუშაო გამოცდილება;  
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;  
  • აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.  

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

მაშინ, ჩვენ გეძებთ შენ
 
თბილისი მედიკში დაგხვდება:
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:00 სთ
  • შრომითი ანაზღაურება : ფიქსირებული  (საშუალო ანაზღაურება 3000 - 4500 ლარი) + ტრანსპორტირების ხარჯები 
  • ადგილმდებარეობა:  თბილისი, ქ. ლუბლიანას 28ა  

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge.