სპეცავტომობილის მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი თელასი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B, C, D, DE, S
ავტო-მოტო სერვისი: მიკრო ავტობუსის/ავტობუსის მძღოლი, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას, ტრანსპორტის სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილების სპეცავტომობილის მძღოლის თანამდებობაზე

ძირითადი  მოთხოვნები
  • პროფესიული  განათლების  დამადასტურებელი საბუთი.
  • სასურველია ჰქონდეს მსგავსი პროფესიით მუშაობის გამოცდილება.
  • მართვის მოწმობა (B, C, D, E, S კატეგორიები).

თანამდებობრივი მოვალეობები
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ და სუფთა მდგომარეობაში შენახვა.
  • მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა.
  • ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა.
  • ავტომანქანის ექსპლუატაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის სწორი წარმოება.
  • საწვავ-საპოხი მასალების მიზანშეწონილად ხარჯვა.
  • ჩამოსული სტუმრების დახვედრა-მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში არასამუშაო საათებშიც.
  • ტრაქტორის ექსპლუატაციის წესების დაცვა.
  • სამშენებლო ნარჩენების დატვირთვა და გატანა მიწის მთხრელი, სარემონტო და სამშენებლო-სამინტაჟო  სამუშაოების დასრულებისას.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge   2024  წლის  31 აგვისტოს  ჩათვლით  აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.