გრაფიკული დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი ზუმერი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
კომპანია  ზუმერი აცხადებს ვაკანსიას  მარკეტინგის გუნდში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.zoommer.ge
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის #1
სამუშაოს ტიპი  - სრული განაკვეთი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის საჭირო ვიზუალების მომზადება;
  • სოციალური ქსელებისთვის სარეკლამო ვიზუალების მომზადება;
  • POS მასალების დიზაინის შექმნა;
  • კომპანიის სარეკლამო-საინფორმაციო მასალებისთვის (ფლაერი, ბუკლეტი, სტიკერი, ბილბორდი) დიზაინის შექმნა და საბეჭდ ფაილებად გამზადება;
  • კომპანიის ფილიალებში გარე და შიდა სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა;
  • კრეატიულ პროცესებში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა: Photoshop, Illustrator ან/და Corel. Animation ჩაითვლება უპირატესობად.
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება;

ზუმერი გთავაზობთ:
  • ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
  • ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები;
  • კორპორატიულ ბენეფიტებს (დაზღვევა, ფიტპასი, თიმბილდინგები, ტრენინგები და სხვა)

პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • ინფორმაციის სწორად აღქმისა და გადამუშავების უნარი;
  • კრეატიული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სწრაფი ადაპატაციის და რეაგირების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აუცილებლად გამოაგზავნეთ  თქვენი CV, Behance ან Dribble-ს პროფაილები შემდეგ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ,, გრაფიკული დიზაინერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!