ბენეფიციარების მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი

საქართველოს მაშტაბით სრული განაკვეთი სოფლის განვითარების სააგენტო
მივლინება: არა ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
საჯარო სამსახური: საჯარო სამსახური (ზოგადი)
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ბენეფიციარების მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: რეგიონები - კახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია-აჭარა.
ანაზღაურება: 1500 ლარი (net)
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შერჩეული ობიექტების მონიტორინგი.
  • შერჩეული ობიექტების მონიტორინგზე გასვლამდე, მათზე წინასწარი ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი.
  • ადგილზე ვიზიტისას ნანახი სურათისა და ბენეფიციარისგან მიღებული ინფორმაციის მონიტორინგის აქტში დაფიქსირება.
  • განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა ხელმძღვანელთან.
  • საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება.
  • დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, საკითხის მომზადება კომისიაზე განსახილველად. 
  • ბენეფიციარისთვის დოკუმენტაციის წერილობითი მოთხოვნის მომზადება.
  • სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
  • დროის სწორად მართვის უნარი.
  • შიდა კომუნიკაციის დაგეგმვისა და წარმართვის უნარი.
  • პრობლემების ანალიზის უნარი.

კონკურსის ეტაპები:
  • განცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: hr@rda.gov.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: „მონიტორინგის სპეციალისტი“ და სასურველი რეგიონი. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი გვარითა და სახელით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 03 სექტემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან. არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის (https://rda.gov.ge/static/privacy-policy) შესაბამისად, არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია შეინახება განაცხადის მიღებიდან 3 წლის ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, ასევე, გამოიხმოთ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა წერილობით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@rda.gov.ge შეტყობინების გაგზავნით ან/და ფოსტის მეშვეობით ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ს/კ 4047923785 მისამართზე: ქ. თბილისი, ს.ახმეტელის 10ა.
დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!