უსაფრთხოების სუპერვაიზორი

ფოთი სრული განაკვეთი Carrefour Georgia
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: სუპერვაიზერი
Majid Al Futtaim ჯგუფი წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას სავაჭრო და გასართობ სექტორში შუა აზიის, ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. Majid Al Futtaim Retail წარმოადგენს კარფურის მაღაზიებს ჩრდილოეთ აფრიკის, ცენტრალური და შუა აზიის რეგიონებში, სთავაზობს მომხარებლებს უმაღლეს ხარისხს, არჩევანს და ხელმისაწვდომ ფასს სხვადასხვა სახის პროდუქციაზე.
კარფური საქართველოს მიზანია იყოს ეტალონი ადამიანური რესურსების მენეჯმენტსა და სოციალური პასუხისმგებლობის სფეროებში. დასაქმების პროცესში კომპანია თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს თითოულ კანდიდატს, ყურადღებით ეპყრობა კადრების განვითარებას, ტრენინგებს და ხელს უწყობს მათ კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმებისა და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას  უსაფრთხოების სუპერვაიზორის პოზიციაზე ფოთის ფილიალში.  

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ერთ-ერთ ფილიალში უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • პროდუქციის მიღების  მონიტორინგი და პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად მიმდინარეობის უზრუნველყფა
  • მომხმარებლებისა და თანამშრომლების მიერ წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
  • საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სამუშაო საათებში
  • კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა
  • სახანძრო სიგნალიზაციის კონტროლი
  • სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
  • საჭროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციაში დადგენილი წესებისა და გაწერილი პროცესების მიხედვით სწარფი და სწორი რეაგირება

მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • გამართული კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მაღალი მოტივაცია, დისციპლინა და ორგანიზებულობა
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა

თუ თვლით, რომ აკმაყოფლებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გაქვთ სურვილი დასაქმდეთ და განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მეილზე:  recruitment-geo@mafcarrefour.com
გთხოვთ Subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „უსაფრთხოების სუპერვაიზერი - ზუგდიდში“  სხვა შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დაამუშავებს თქვენ მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:recruitment-geo@mafcarrefour.com ; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.
შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!