დისტრიბუციის განყოფილების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ციტადელი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: დისტრიბუცია
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე   
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:
  • სადისტრიბუციო არხების მოძიება და მოლაპარაკების წარმართვა;
  • შეთავაზების გაკეთებისა და პროდუქტების მიწოდების პროცესების კოორდინაცია და მართვა;
  • არსებულ დილერებთან, მაღაზიებთან, საწარმოებთან თანამშრომლობის გაფართოება და ახალი კლიენტების მოზიდვა;       
  • მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვა და  ასორტიმენტის ნაშთების კონტროლი;
  • გაყიდვების სტიმულირებისთვის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელებაზე ზედამხედველობა; 
  • საფასო პოლიტიკის შემუშავება და ბაზრის  ანალიზი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერული 1 წლიანი გამოცდილება.
  • რუსული ან/და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: Microsoft Office;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკებების უნარი;
  • გუნდური მართვის უნარი;
  • სტრატეგიული აზროვნების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!