მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
ხელფასი: 1500
მართვის მოწმობა: B
ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შპს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას „მძღოლის“ პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე
ანაზღაურება : ფიქსირებული 1500 ლარი 

ძირითადი მოვალეობები:
  • მგზავრთა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებაზე ზრუნვა;
  • ავტომობილის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის კორპორატიული კულტურის შესაბამისი ჩაცმის წესების დაცვა;
  • ავტომობილში ჰიგიენის ნორმების დაცვა;
  • უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
  • მგზავრების გადაყვანის დროს დაიცვას სამგზავრო წესები და ნორმები. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება აუცილებელია;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია ;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  2024  წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ოჯახის მძღოლი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
,,KTW ჯგუფი“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.  რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”