სასტუმროთა ქსელი Urban Hotels აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში, რეცეფციონისტის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- შრომისმოყვარე, ენერგიული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალური.
მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება
- ჯავშნების სისტემაში შეტანა
- სტუმრების გაწერა, ანგარიშსწორება
- სატელეფონო ზარებზე პასუხი
- სასტუმროში არსებული სერვისების სტუმრებისთვის შეთავაზება
- სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება
- ცვლებში მუშაობა
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო გარემოში მუშაობას
- მეგობრულ კოლექტივს
- სტაბილურ ხელფასს
- პროფესიულ ზრდას
პირობები:
- სამუშაო განრიგი 3 დღეში 1 ხელ 24 საათიანი ცვლა. თვეში 10 ცვლა.
- 3 ჯერადი კვება
- ხელფასი: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით. ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
ელ.ფოსტის მისამართი: urbanoldmeidan@gmail.com