სამშენებლო ობიექტის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ურბან-იქსი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა
სამშენებლო კომპანია ურბან-იქსი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობა. 
  • დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა. 
  • მშენებლობისა და შიდა სარემონტო სამუშაოების პროცესების სრული მართვა და კონტროლი. 
  • კალენდარული გეგმა-გრაფიკის ყოველდღიური და ყოველკვირეული შესრულებების კონტროლი. 
  • კონტრაქტორ(ებ)ის, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის, კონსტრუქციული, არქიტექტურული ასევე საინჟინრო სისტემების მასალების, სამონტაჟო სამუშაოების, მანქანა მექანიზაციის ყოველდღიური ზედამხვედველობა და ინსპექტირება, ნახაზებთან, სპეციფიკაციებთან სამონტაჟო ინსტრუქციებთან და მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან შესაბამისობაზე. შესაბამისი ინსპექტირების/შემოწმების აქტების მომზადება და ხელმოწერით დადასტურება 
  • მუდმივი კომუნიკაცია პროექტის არქიტექტორთან, საინჟინრო სისტემების დამპროექტებელთან, კონტრაქტორებთან, პროექტის მენეჯერთან და ყველა პროექტში ჩართულ მხარესთან. 
  • უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის მხრივ კონტრაქტორების მიერ განხორციელებული სამუშაოების შეფასება და მონიტორინგი. 
  • საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრების ოქმების წარმოება. 
  • სამუშაოების შესრულების აქტების (ფორმა 2)-ის შემოწმება და შესაბამისი შუალედური და საბოლოო გადახდის სერტიფიკატის მომზადება და დამკვეთისთვის მიწოდება 
  • ყოველდღიური ფოტო–დოკუმენტაციის წარმოება 
  • ფარული სამუშაოების აქტების წარმოება 
  • რისკების დროული იდენტიფიცირება 
  • მუდმივი კომუნიკაცია პროექტის არქიტექტორთან, საინჟინრო სისტემების დამპროექტებელთან, კონტრაქტორებთან, პროექტის მენეჯერთან და ყველა პროექტში ჩართულ მხარესთან 
  • პროექტში ჩართულ სხვა პირებთან ერთობლივი მუშაობა 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 
  • სამშენებლო წესების, რეგულაციების და ნორმების ცოდნა. 
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა. 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad). 
  • შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად 
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა. 
  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. 
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა. 
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი. 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე urbanx.ge@gmail.com 
 აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება. 
შეტყობინება: ლიდერ დეველოპმენტი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერ დეველოპმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
სახელფასო ანაზღაურება შეთანხმებით