კორპორაციული იურისტი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
იურიდიული: იურისტი
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული იურისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: 
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG)  წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი მოიცავს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში, რომელთაც აერთიანებთ ისეთი ღირებულებები როგორიცაა: პროფესიონალიზმი, განვითარება, სიძლიერე, სტაბილურობა, სანდოობა და მრავალფეროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
  • საბონუსე სქემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • კომპანიის კორპორაციული იურიდიული საქმიანობის მართვა, კომპანიის ზოგადი სამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრა;
  • სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტაციის მომზადება, იურიდიული ექსპერტიზა;
  • სადაზღვევო პროდუქტების შექმნის პროცესში იურიდიული კონსულტაციის გაწევა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; 
  • კომპანიის საკანონმდებლო სიახლეებით უზრუნველყოფა და სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა აღნიშნული სიახლეების დანერგვის პროცესში;
  • კომპანიის სადამფუძნებლო საკითხებზე იურიდიული მხარდაჭერა (აქციონერთა კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ჩატარების უზუნველყოფა, დოკუმენტაციის მომზადება...); 
  • ადგილობრივი და საერთაშორისო საკანონმდებლო მოთხოვნების ანალიზი, აღნიშნულ მოთხოვნებთან კომპანიის შესაბამისობის უზრუნველყოფა; 
  • შესაბამისობასთან (compliance) დაკავშირებული შიდა პოლიტიკების მომზადება და კომპანიის მასშტაბით დანერგვა;
  • კომპანიის საზედამხედველო ორგანოებთან კომუნიკაცია.

ვაკანსიის მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება; 
  • იურისტის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • სამართლებრივად გამართული წერა და ანგარიშგება;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემის იდენტიფიკაციის/გადაჭრის უნარები; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge;  სათაურის ველში (subject), გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ირაო გისურვებთ წარმატებას!
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.