არქიტექტორი

თბილისი სრული განაკვეთი გრადა დეველოპმენტი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: არქიტექტორი
კომპანია "გრადა დეველოპმენტი" აცხადება ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე  
 
ძირითადი მოვალეობები:  
  • არქიტექტურული პროექტების შედგენა;  
  • პროექტის შესაბამისად შიდა და გარე დიზაინ ნახაზების მომზადება;  
  • დეტალური ნახაზების შედგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;  
  • მუშა ნახაზების მომზადება;  
  • მშენებლობის პროცესში საჭირო ნახაზების მომზადება;  
  • მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;  
  • მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;  
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურთან პროექტის შეთანხმება და ყველა საჭირო პროცედურების წარმართვა;  
  • არსებული პროექტების კორექტირება/ცვლილება  
 
პიროვნული თვისებები და უნარები:  
  • ორგანიზების კარგი უნარი;  
  • დროის ეფექტურად მართვა;  
  • მაღალი პასუხისმგებლობის მქონე;  
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;  
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;  
  • განვითარებაზე ორიენტირებული;  
  • პუნქტუალური;  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • არქიტექტურის ბაკალავრის ხარისხი  
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება  
  • კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება  
  • მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და თბილისის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობის გამოცდილება  
  • არქიტექტურული პროგრამების ცოდნა: ArchiCad, AutoCAD, (Revit-ი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)  
  • საოფისე პროგრამების ცოდნა  
  • 41-ე დადგენილების ცოდნა  
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად  
 
კომპანია გთავაზობთ:  
  • კომფორტულ სამუშაო პირობებს  
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა  
  • ჯანმრთელობის დაზღვევა  
 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00-19:00  
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი  
 
დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო ელ.ფოსტაზე: vacancy@grada.ge 
 
ელ. ფოსტის თემატიკაში აუცილებელია მუთითოთ ვაკავსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.