ადმინისტრატორი

ქუთაისი სრული განაკვეთი ჩვეული
მივლინება: არა
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-ზე მეტ ფილიალს, სადისტრიბუციო ცენტრს და კვების საწარმოს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.

,,დეილის“ შვილობილი ბრენდისთვის: ,,ჩვეული“ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ადმინისტრატორის პოზიციაზე, ქ.ქუთაისში.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას (850-1100, მაღაზიის კატეგორიის შესაბამისად)
  • ყოველთვიურ ბონუსს მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით (არ არის დამოკიდებული გეგმის შესრულებაზე);
  • ერთგულების ბონუსს (სტაჟი 1 წლიდან);
  • სწავლის თანადაფინანსებას;
  • განვითარებისა და მოკლე პერიოდში დაწინაურების შესაძლებლობას;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის შესყიდვის უზრუნველუოფა;
  • პროდუქციის შეკვეთების ფორმის მომზადება;
  • მაღაზიაში პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი;
  • სალარო ოპერაციების კონტროლი;
  • მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
  • სავაჭრო დარბაზში საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლი;
  • პერსონალის მიერ მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები: 
  • ყურადღებიანი და თავაზიანი;
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ორგანიზებული; 
  • კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ);
სამუშაო ადგილი: სოფ. მუხრანი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 216 514 აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!