კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი ტერაბანკი
მივლინება: არა
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
ტერაბანკში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის არასაკრედიტო მიმართულების კოორდინატორის ვაკანსია გვაქვს.

უკვე 20 წელზე მეტია, რაც ტერაბანკი ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი  სტანდარტის საბანკო მომსახურებას სთავაზობს.
ჩვენ გთავაზობთ:
  • ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი და თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3 
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
  • ანაზღაურება: ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + ყოველთვიური ბონუსი 

სამუშაოს აღწერა:  ბიზნეს მიმართულებით არამსესხებელი კლიენტების პორტფელის ზრდა და არასაკრედიტო გეგმების შესრულების უზრუნველყოფა

პოზიციის მოვალეობები:
  • მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვებში ჩართული თანამშრომლების მართვა, გეგმის შესრულების კონტროლი
  • ბიუჯეტით განსაზღვრული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა
  • იურიდიული პირების მომსახურების პროცესებისა და  პროდუქტების გაუმჯობესების კოორდინირება/მართვა, საჭიროებისამებრ ახალი პროდუქტების დანერგვის ინიცირება
  • მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა
  • პოტენციური ბიზნეს კლიენტების განსაზღვრა და ბაზების ფორმირება

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია: 
  • ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის ან/და ფინანსების განხრით
  • საოფისე პროგრამების ცოდნის მაღალი დონე; excel-სა and ppt-სთან მუშაობა
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ბიზნეს კლიენტების არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ  1 წლიანი გამოცდილება

პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციები: 
  • მართვის  უნარი
  • გუნდური  მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დაგეგმვა და ორგანიზებულობა 
  • შედეგებზე და დეტალებზე ორიენტირება    
  
დაინტერესების შემთხვევაში,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | მცირე და საშუალო ბიზნესის არასაკრედიტო მიმართულების კოორდინატორი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 ივლისის ჩათვლით
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!