ინსტალატორი

თბილისი სრული განაკვეთი ახალი ქსელები
მივლინება: არა ხელფასი: 900 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
ენერგეტიკა: ელექტრო მემონტაჟე
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული 

ძირითადი მოვალეობები:
  • ოპტიკური სააბონენტო ქსელის ინსტალაცია;
  • ყოველდღიურად შეასრულოს მის სამოქმედო უბანში შემოსული ყველა დადგმა, დაზიანება-აღდგენა დადგენილ ვადებში;
  • აბონენტის სახაზო ნაწილის მონტაჟი;
  • კომპიუტერში მოდემისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ტექნიკური განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ნებისმიერი პროფილით);
  • სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 
  • ანაზღაურება: 900 ლარი+ბონუსი
  • საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში დამატებით - იჯარა  700 ლარი.

დამატებითი ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • FitPass
  • კორპორატიული ნომერი

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ak.ge ან დაგვიკავშირდით +995 577396749
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!