შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ფუნქცია - მოვალეობები: - ანგარიშის მომზადება დამონტაჟებული სადენების შესახებ
- ხაზოვანი და წერტილოვანი ნახაზების აღება და გადაგზავნა
- მიღება-ჩაბარების დოკუმენტის საფუძველზე სახარჯი მასალების აღრიცხვა
- მემონტაჟეთა ჯგუფის გამართული მუშაობის ორგანიზება/კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - განათლება - სასურველია ტექნიკური განხრით
- სამუშაო გამოცდილება - უპირატესობა მიენიჭება ტელეკომუნიკაციების სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატს
დასაქმების ადგილი - თბილისი სამუშაო განრიგი - სრული ანაზღაურება - 3150 ლარი (NET) დამატებითი ბენეფიტები: - ჯანმრთელობის დაზღვევა
- FitPass
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ak.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან. გისურვებთ წარმატებებს!