სამშენებლო კომპანია „ას ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერის თანამდებობაზე ძირითადი მოვალეობები: - პროექტის გეგმებისა და გრაფიკების, სამუშაო გეგმების, სპეციფიკაციებისა და ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა
- სამშენებლო სამუშაოების ბიუჯეტის ფარგლებში შესრულების კონტროლი
- კომუნიკაცია არქიტექტორთან და ქვეკონტრაქტორებთან სამუშაოს შეუფერხებლად შესრულების უზრუნველსაყოფად
- სამუშაოების დაგეგმილის მიხედვით შესრულების ადგილზე რეგულარული ინსპექტირება, ნებისმიერი სახის პრობლემის ან გადახრის გამოვლენა
- პროექტის გუნდის წევრებთან და ქვეკონტრაქტორებთან მუდმივი კომუნიკაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის განახლებისთვის
- პროგრესის ანგარიშების მომზადება
- სამშენებლო ჯგუფისთვის ტექნიკური რჩევებისა და მხარდაჭერის მიწოდება
- მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების მოგვარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
- არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- Advanced Excel, AutoCAD, MS Project
უნარ-ჩვევები: - დროის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები: - მდებარეობა: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსი გამზირი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@asgeorgia.ge ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.