იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი ნები ვაზისუბანი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
იურიდიული: იურისტი
სამშენებლო კომპანია   ნები ვაზისუბანი - აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის ბიზნეს მიმართულებების სამართლებრივი მხარდაჭერა, კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი, სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელ -სამართლებრივი საკითხები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საკითხები და სხვა; 
  • საკანონმდებლო სიახლეებისა და იურიდიული პრაქტიკის ანალიზი, მოთხოვნების იმპლემენტაცია, რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; 
  • საჭიროების შემთხვევაში სარჩელების, შესაგებლების, საჩივრების და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, დავის განმხილველ ორგანოებში წარდგენა და კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლო სხდომებზე; 
  • კორპორატიული დოკუმენტაციის (ოქმები, წესდების ცვლილებები და ა.შ.) მომზადება და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი იურიდიული განათლება; 
  • კერძო/ბიზნეს სამართლის მიმართულებით იურისტად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება); 
  • სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2/C1) იურიდიულ დოკუმენტებთან სამუშაოდ; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, და პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად აღმოფხვრის შესაძლებლობა; 
  • ანალიტიკური და კვლევის უნარები; 
  • ინიციატივიანობა, გუნდის მხარდაჭერაზე მობილიზებულობა. 
ანაზღაურება 1500 ლარი 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ . მისამართზე   constructiontbilisi@gmail.com 
 აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.