SME სესხების მენეჯერი / SME სესხების უფროსი მენეჯერი

ქუთაისი სრული განაკვეთი სილქ ბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
საბანკო: SME საკრედიტო ოფიცერი
სს „სილქ  ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ. ქუთაისი  ბიზნეს სესხების განყოფილებაში SME სესხების მენეჯერის / SME სესხების უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისის სერვის ცენტრი 

დამატებითი ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო.

პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები: 
  • SME კლიენტების მოზიდვა
  • სესხების დამუშავება და დამტკიცება
  • პორტფელის მართვა

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება SME სესხების ოფიცრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე , ბიზნეს ადმინისტრირება).
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;   წერილის სათაურში (subject)  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ  გასაუბრება და ტესტირება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ივლისი