კომპანია კ-მოტორსი აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პარტნიორ ან პოტენციურ მომწოდებლებთან მუდმივი ურთიერთობა და პერიოდულად მოლაპარაკების პირობების განხილვა
- ბაზრის მუდმივი კვლევა და ახალი მომწოდებლების/ბრენდის მოძიება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;
- პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
- იმპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა, კონტროლი;
- საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები - უმაღლესი განათლება:
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ავტონაწილების მინიმალურ დონეზე ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია შესაბამისი გამოცდილება;
საჭირო უნარები- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- სწავლისა და განვითარების სურვილი;
- ენერგიული;
- კომუნიკაბელური და დისციპლინირებული;
- თავაზიანი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ინფორმაცია სამსახურის შესახებ:
- სტაჟირების პერიოდი: 1 თვე - ანაზღაურება 1000 ლარი თვეში;
- სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება;
- დასაქმების შემთხვევაში ხელფასი განისაზღვრება 2000 ლარით.
სამუშაო დრო და ფილიალის მისამართი:
- ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით: 10:00-დან 18:30-საათამდე;
- შაბათი: 10:00-დან 17:00-საათამდე;
- თბილისი, ქინძმარაულის ქუჩა 7
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზ: hr@k-motors.ge
გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.