იმპორტის მენეჯერის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი კ-მოტორსი
მივლინება: დიახ ხელფასი: 1000 - 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება

კომპანია კ-მოტორსი აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის პარტნიორ ან პოტენციურ მომწოდებლებთან მუდმივი ურთიერთობა და პერიოდულად მოლაპარაკების პირობების განხილვა
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და ახალი მომწოდებლების/ბრენდის მოძიება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;
  • პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
  • იმპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა, კონტროლი;
  • საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი;
 
ძირითადი მოთხოვნები 
  • უმაღლესი განათლება:
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ავტონაწილების მინიმალურ დონეზე ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სასურველია შესაბამისი გამოცდილება;
 
საჭირო უნარები
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • სწავლისა და განვითარების სურვილი;
  • ენერგიული;
  • კომუნიკაბელური და დისციპლინირებული;
  • თავაზიანი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
 
ინფორმაცია სამსახურის შესახებ:
  • სტაჟირების პერიოდი: 1 თვე - ანაზღაურება 1000 ლარი თვეში;
  • სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება;
  • დასაქმების შემთხვევაში ხელფასი განისაზღვრება 2000 ლარით.

სამუშაო დრო და ფილიალის მისამართი:
  • ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით: 10:00-დან 18:30-საათამდე;
  • შაბათი: 10:00-დან 17:00-საათამდე;
  • თბილისი, ქინძმარაულის ქუჩა 7


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზ: hr@k-motors.ge 

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.