ტექნიკური მომსახურების სუპერვაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი PepsiCo
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

 PepsiCo უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ტექნიკური მომსახურების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ/კვირაში

ძირითადი მოვალეობები:
  • წარმოების დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
  • ხარჯების ანალიზის წარმართვა, დანადგარებისა და მოწყობილობების პარეტოს ანალიზის შექმნა
  • ტექნიკური ხარჯების შემცირების უზრუნველყოფა, ხარისხის შენარჩუნების გზით.
  • ინჟინერ-მექანიკოსების გუნდის ეფექტური მართვა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წარმოების დანადგარებისა და მოწყობილობების მომსახურებაზე
  • სათანადო დოკუმენტაციის ბრუნვის წარმართვა სათადარიგო ნაწილების ჩამოწერისთვის, დასრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება
  • წარმოების დანადგარებისა და მოწყობილობების შეფერხების მიზეზების ანალიზის ჩატარება, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება
  • უშუალო ხელმძღვანელის ჩანაცვლება არყოფნის დროს
  • პასუხისმგებელია დაქვემდებარებული პერსონალის განვითარებასა და ტექნიკური თანამშრომლების (ოპერატორები, ინჟინრები) პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების ამაღლებაზე.

კანდიდატის პროფილი:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით
  • 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური, ენერგეტიკული მიმართულებით კვების მრეწველობაში ან მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში
  • პრაქტიკული გამოცდილება აღჭურვილობის დამონტაჟებაში ან ექსპლუატაციაში და კვების მრეწველობის ძირითადი პროცესებისა და ტექნოლოგიების ცოდნა.
  • სახელმწიფო სტანდარტების, ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა ენერგეტიკის, მეტროლოგიის, სამრეწველო და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში.
  • MS Office-ის ცოდნა; AutoCad, 1C სასურველია
  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური - B2 დონეზე
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები
  • პროექტების მართვის უნარი
  • ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარი

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.comდა მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.