პათოლოგიის კვლევითი ცენტრი აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ოპერატორის (მბეჭდავის) პოზიციაზე.მდებარეობა: დიღომი, ჩაჩავას ქ. 1სამუშაო გრაფიკი:ნახევარი განაკვეთი à ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-14:00/ 14:00-18:30 ცვლებში, თვეში ორი შაბათი 10:00-14:00ანაზღაურება: 500 ლარისრული განაკვეთი: à ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:30 საათამდე, ყოველი მეორე შაბათი 10:00-14:00 საათამდეანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე 800-1000 ლარის ფარგლებშიძირითადი ფუნქციები:- ექიმის მიერ დადგენილი დიაგნოზების სამედიცინო პროგრამაში ასახვა.
- ასახული ინფორმაციის კონტრაქტორ კლინიკებთან და პაციენტებთან გადაგზავნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება/სტუდენტი
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
- უცხო ენების ცოდნა - რუსული/ინგლისური (საკომუნიკაციო დონეზე).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: t.jincharadze@pathlab.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „დამხმარე ოპერატორი (მბეჭდავი)“მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!*** მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.