Plumbing სისტემების უმცროსი ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი ზერონი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: ინჟინერი-არქიტექტორი
„ზერონი” მომხმარებლებს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და მომსახურებას სთავაზობს.
კომპანია 2022 წელს დაარსდა და დღეს ბაზარზე არაერთ საერთაშორისო ბრენდთან პარტნიორობით ოპერირებს.
„ზერონის“ წარმატების უკან კომპანიის კვალიფიციური გუნდი დგას, რომელთა პროფესიონალიზმი „ზერონის“ მდგრადი განვითარების წინაპირობაა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.zerone.ge

„ზერონი” აცხადებს ვაკანსიას Plumbing სისტემების უმცროსი ინჟინერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • საინჟინრო გათვლების წარმოება;
  • საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
  • მიღებული დავალებების გაანალიზება და მოცემული ინფორმაციის ნახაზებში ასახვა;
  • ნახაზების შესრულება Revit-ში;
  • საპროექტო დოკუმენტაციის კოორდინაცია მიღებულ დისციპლინებთან;
  • სამშენებლო ობიექტებზე სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • MS office (word, excel, powerpoint) ცოდნა;
  • Autocad და Revit პროგრამების ცოდნა;
  • ადგილობრივი და საქართველოში მოქმედი წყალმომარაგება-წყალარინების ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა (ASHRAE, SNIP და ა.შ).

უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდთან მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: 1000 - 2000 ლარამდე (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • უზბეკეთისა და ბრიტანეთის ბაზარზე მუშაობის გამოცდილებას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : info@zerone.ge 2024 წლის 7 ივლისამდე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ზერონმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ზერონის“ ბაზაში 1 წლის ვადით.