ინჟინერ-ტექნიკოსი
თარიღები: 15 ივნ - 29 ივნ
მდებარეობა: თბილისი ბათუმი ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
მართვის მოწმობა: B C
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vakansia@magticom.ge
შპს „მაგთიკომი“ აცხადებს  ვაკანსიას ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, დუშეთი, გორი.

მოთხოვნები: 
  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა (სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა);
  • სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია IT მიმართულებით) ან/და პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა;
  • ქსელის მონტაჟისა და ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის ცოდნა;
  • უკაბელო ქსელის (WI-FI) კონფიგურაცია და ინსტალაცია;
  • დრაივერებისა და გამოყენებითი პროგრამების ინსტალაცია;
  • პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია;
  • დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ახალი ინფორმაციის ადვილად ათვისების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • სასურველია ჰქონდეს მართვის მოწმობა (B ან C კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.
 
მონაცემები  ფოტოსურათით (CV)  გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.