საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი ნოვა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია „ნოვა“ (vacancy@nova.ge )აცხადებს ვაკანსიას “ საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის   პოზიციაზე ბათუმში

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი მოვალეობები:
  • საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • პროდუქციის შესყიდვის პროცესების კონტროლი;
  • უზრუნველყოფს ახალი მომწოდებლების და ასევე პროდუქტების მოძიებას და მომწოდებელთა პორტფელის მართვას;
  • შესასყიდი პროდუქციის ფასის კონტროლი;
  • კვირეული, კვარტლური ბიუჯეტის შედგენა; 
  • მიღებული შეკვეთის პროგრამულად ასახვა; 
  • საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; 
  • აკონტროლებს მომწოდებლებთან შეთანხმებული, სახელშეკრულებო პირობების შესრულებას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება (სასურველია-მენეჯმენტი / ლოჯისტიკა / ფინანსები);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია 1C - პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
  • რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა. 
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები: 
  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი - სრული. 09:00-18:00 ან 10:00- 19:00. 
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2024 წლის   10 ივნისი   

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი “.  დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს. 

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.