ნედლეულის აწონვის სპეციალისტი

ფოთი სრული განაკვეთი კორიდა
მივლინება: არა ხელფასი: 1443
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები: ხაზის ოპერატორი
კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღეს დღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „კორიდა“აცხადებს ვაკანსიას ნედლეულის აწონვის სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ ფოთში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწარმოებელი პროდუქტის რეცეპტის მიხედვით ფარშის აწონვა;
  • დღის ბოლოს დარჩენილი ნაშთების აწონვა და დასაწყობება;
  • დღის ბოლოს სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება;
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ფიზიკურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება:1443 (ერთი ათას ოთხას ორმოცდასამი ლარი) გადასახადებისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ლარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ნიკორამ“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ივნისი.