ანაზღაურებადი სტაჟირება HR დეპარტამენტში

თბილისი სტაჟირება იბერია რეფრეშმენტსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR ასისტენტი
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს „ Max Power-ის“ და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" აცხადებს ანაზღაურებად, სტაჟირებას HR დეპარტამენტში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ქ.თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქ.49 
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი ( 40 სთ/კვირაში )

ძირითადი მოვალეობები:
  • პერსონალის რიცხოვნობის განახლებაში ჩართულობა ;
  • პერსონალის ფორმალური დოკუმენტაციის წარმოების პროცესში ჩართულობა ;
  • რეკრუტინგის პროცესის მხარდაჭერა ;
  • ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სხვა პროცესებში ჩართულობა ; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მსგავსი მიმართულებებში ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური ენის ფლობა ;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და აქტიურობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი ;
  • დეტალებზე ორიენტირება.

ანაზღაურება და შეღავათები
  • სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია ;
  • შესაძლებლობა გაიზარდოს  "Iberia Refreshments - Pepsi Georgia - ს" მაღალპროფესიონალურ გუნდთან ერთად;
  • კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
  • კორპორატიული SIM ბარათი;
  • ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება " სტაჟირება HR დეპარტამენტში " უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება . რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 ივნისი, 2024 წელი.

კომპანია “ იბერია რეფრეშმენტსში“  თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.