სასმელებისა და კვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Ibis Tbilisi Ortachala
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: კვებისა და სასმელების მენეჯერი
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.  
 
ჩვენი მიზანია: 
  • შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს; 
  • განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; 
  • ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.  
ამჟამად, საერთაშორისო ფრანგული ბრენდის Accor-ის ჯგუფის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala  აცხადებს ვაკანსიასსასმელებისა და კვების მენეჯერის პოზიციაზე.  
სასტუმროს გახსნის თარიღი - 2024 წლის სექტემბერი 
სასტუმროს ადგილმდებარეობა - თბილისი, გულუას 22 
 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კვებისა და სასმელების (F&B) დეპარტამენტის ყოველდღიური მუშაობის მონიტორინგი; 
  • უზრუნველყოს F&B დეპარტამენტის გამართულ ოპერირება, მათ შორის შემოსავლები, ხარჯები, ბიუჯეტი, მარაგები, სანიტარული წესების დაცვა... 
  • შესყიდვის მოთხოვნის დოკუმენტების მომზადება და შესყიდვის პროცესის კონტროლი; 
  • მომარაგების კონტროლი; 
  • სტანდარტული ოპერაციების პროცედურების (SOP) შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი; 
  • თანამშრომლების შერჩევა, მართვა და ტრენინგების ორგანიზება; 
  • პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი; 
  • რესტორნის სერვისის ხარისხსა და სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; 
  • არსებული მატერიალური რესურსების /მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა; 
  • შეფ-მზარეულთან ერთად მენიუს შედგენა, კალკულაციების კონტროლი და პროგრამული უზრუნველყოფა; 
  • რესტორნისა და სამზარეულოს სისუფთავის კონტროლი; 
  • სამუშაო პროცესის შედეგების მუდმივი ანალიზი; 
  • რეპორტინგი მენეჯმენტთან; 
  • შეასრულოს სხვა მოვალეობები გენერალური მენეჯერის  დავალებით; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • საერთაშორისო  სასტუმროში  მსგავს  პოზიციაზე  მუშაობის  გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა; 
  • MS Office-ის და სასტუმროს მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კარგი ცოდნა; 
  • HACCP-ის სტანდარტის ცოდნა. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კვებისა და სასმელებისა მენეჯერი. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 20 მაისი. 
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.