კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე
„აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიურად მოახდინოს წარმოებაში მიღებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის და მიღების საწყობების მიხედვით;
- შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მოახდინოს სავაჭრო დარბაზიდან უკან დაბრუნებების და საკვებად უვარგისი მზა პროდუქციის/ ნედლეულის ჩამოწერის პროცესების პროგრამული ასახვა.
- მკაცრად გააკონტროლოს ამ ფუნქციების შესრულებესთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს წარმოების ბუღალტერს;
- დროულად და სწორად ასახოს საწყობებიდან ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებში საქონლის გადაადგილების ნებისმიერი მოძრაობა, მისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
- შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება, კერძოდ ზედნადებების ატვირთვა, კორექტირება, ზუსტი ინფორმაციის შეტანა;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია აპექსში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- კრიტიკული აზროვნების უნარი;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge . გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!