კომერციული დირექტორი

თბილისის შემოგარენი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: FMCG, გაყიდვები(ზოგადი), გაყიდვების მენეჯერი, დისტრიბუცია, კორპორატიული კლიენტები (B2B) TOP მენეჯმენტი: გაყიდვების დირექტორი წარმოება/ოპერაციები: წარმოების/ქარხნის მართვა

დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე ერთ-ერთი რძის პროდუქტების წარმოებისთვის.

სამუშაო აღწერილობა:

  • ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი, ექსპერიმენტების დაგეგმვა, არსებული პროდუქტების ერთგვაროვნების კონტროლი, ფასწარმოქმნის ორგანიზება;
  • გამოშვებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • არსებული კადრების სამუშაოს ორგანიზება, ახალი კადრების მოძიება (საჭიროების შემთხვევაში);
  • გაყიდვების ზრდის ორგანიზება, არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა, დებიტორების და კრედიტორების მართვა, ზრუნვა კომპანიის მომგებიანობაზე;
  • კომპანიის საფირმო მაღაზიების მართვა;
  • დისტრიბუციის მარშუტების მართვა;
  • წარმოების დაგეგმვა;
  • მომწოდებლებთან (რძის) ურთიერთობის მართვა;
  • საწყობის კონტროლი;
  • აღჭურვილობის ექსპლუატაციის და გამართული ფუნქციონირების მხარდაჭერა;
  • შესყიდვების ორგანიზება;
  • სოფტის მართვა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • წარმოება/დისტრიბუცია/რითეილის სფეროებში 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების/კომერციის მენეჯერის, საოპერაციო/წარმოების მენეჯერის, KAM  პოზიციებზე;
  • სასურველია რძის პროდუქტების, ან კვების პროდუქტების მიმართულებით გამოცდილება;
  • ოფისის პროგრამების ცოდნა
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.
გისურვებთ წარმატებებს!

გაგზავნე CV