სავაჭრო წარმომადგენელი

მარნეული სრული განაკვეთი შარმ ტრეიდინგი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
გაყიდვები: სავაჭრო წარმომადგენელი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს სავაჭრო წარმომადგენელის ვაკანსიას მარნეულში

ადგილმდებარეობა: თბილისი/ მარნეული
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ - 18:00სთ) 
ანაზღაურება: საშუალოდ 1500 ლარი +საწვავის ხარჯი და ავტომობილის ცვეთის უზრუნველყოფა

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა
  • სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
  • შეკვეთების მიღება და გაფორმება
  • სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
  • მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
  • მარკეტინგული აქტივობების შესრულება

აუცილებელი მოთხოვნები:
  • აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსათვის საჭირო საწვავს) 
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება  გაყიდვების მიმართულებით 

რას გთავაზობთ?
  • GPI ის დაზღვევა
  • საწვავით და ავტომობილის ცვეთით უზრუნველყოფა 
  • უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად

დამატებითი უნარები:
  • ორგანიზებული
  • ენერგიული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • მიზანდასახული
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV.  vacancy@sharmtrading.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება სავაჭრო წარმომადგენელი მარნეული 

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“  ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“  ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!