აუზებისა და სანაპირო ზოლის ოპერატორი

ქობულეთი სრული განაკვეთი დრიმლენდ ოაზისი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სერვისის მენეჯერი
Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს: · https://www.linkedin.com/company/4870928/admin/ · https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage · https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია Dreamland Oasis Chakvi აცხადებს ვაკანსიას აუზებისა და სანაპირო ზოლის ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი- ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სტუმრის დახმარება და დაკვალიანება;
  • შეზლონგების კონტროლი;
  • პირსახოცების კონტოლი, გაცემა და ჩაბარება;
  • სამაჯურების კონტროლი;
  • დღის მანძილზე, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიის მსუბუქი დალაგება, მაგ. ცარიელი ბოთლების აკრეფვა;
  • დაზიანებული ინვენტარის აღწერა და შასაბამისად ობიექტის სუპერვაიზერის და ბიზნესის განვითარების მენეჯერის ინფორმირება;
  • ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის მიერ წინასწარ განსაზღვრული საოპერაციო სტანდარტების და პროცესების შესრულების უზრუნველყოფა.
  • საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

შერჩევის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „აუზებისა და სანაპირო ზოლის ოპერატორის“
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია“დრიმლენდ ოაზისის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გაეცნოთ თქვენს შესახებ ჩვენს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს, მოითხოვოთ მათი განახლება, ცვლილება ან განადგურება.
გისურვებთ წარმატებას!