საბეჭდი დანადგარის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი სარეკლამო კომპანია FLEXMEDIA
მივლინება: არა ხელფასი: 900 - 1200
განათლება: საშუალო განათლება
წარმოება/ოპერაციები: ბეჭდვა/დაკაბადონება/გამომცემლობა, დაზგის ოპერირება
სარეკლამო  კომპანია „FLEXMEDIA“ 2012  წლიდან ოპერირებს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა:  სტუდიური დეკორაციების აწყობა; ფართოფორმატიანი ბეჭდვა; პრომო მომსახურება; დიზაინი;   გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; სტიკერი;
სარეკლამო კომპანია  “FLEXMEDIA’’  აცხადებს ვაკანსიას საბეჭდი დანადგარის ოპერატორის  პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43

ძირითადი მოვალეობები:
  • ფართოფორმატიან საბეჭდ მოწყობილობაზე ბეჭდვა;
  • საბეჭდი დანადგარის  გამართულად მუშაობისთვის, მწარმოებლის მიერ განსაზღვრული პროცედურებისა და რეკომენდაციების შესრულება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სარეკლამო  სფეროში მუშაობის მინიმუმ  6  თვიანი  გამოცდილება 
  • სავალდებულოა საშუალო განათლება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
  • პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:
  • კომპანია უზრუნველყობს თანამშრომელთა კვებას;
  • ანაზღაურება: 900-1200 
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 
  • კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@flexmedia.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - საბეჭდი დანადგარის ოპერატორი.  გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის ! 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.