დაცვის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი bet25.live
მივლინება: არა ხელფასი: 850 +ბონუსი
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს. "bet25" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომელი პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი, ვარკეთილი. 
სამუშაო განაკვეთი:   24 სთ ყოველ მე-4 დღეს
უშუალო ხელმძღვანელი:  ცვლის უფროსი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 850 ლარი და ბონუსი 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მუდმივად აწარმოებს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;
  • უზრუნველყოს ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი
  • დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
  • მოახდინოს სტუმრების ვინაობის იდენტიფიცირება, რათა არ დაუშვას ობიექტზე არასრულწლოვნები;
  • მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ კანონდარღვევაზე;
  • სამაგალითო მომსახურებას უწევს სტუმრებს;
  • სამუშაო საათებში მისი გარეგნობა და ჩაცმულობა შეესაბამება კომპანიისა და დეპარტამენტის წესებსა და რეგულაციებს;
  • ზედმიწევნით ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს;
  • საჭიროებისამებრ თანამშრომლობს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პოზიციის შესაბამისი ფიზიკური ნორმატივები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live  და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დაცვის თანამშრომელი"  რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.