HR კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი Swissotel Tbilisi
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR სპეციალისტი

„Swissotel Tbilisi” აცხადებს HR კოორდინატორის ვაკანსიას .


Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.


ძირითადი მოვალეობები:

  • HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება
  • სახელფასო ფაილების მომზადება
  • თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება
  • შერჩევის პროცესში ჩართულობა(ვაკანსიების გამოცხადება, ტალანტების მოძიება, რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრების დაგეგმვა, კანდიდატების ბაზების წარმოება)
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება: (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, სამართალი, სოციალური მეცნიერებები , შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია)
  • ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა


საჭირო უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობიოს უნარი


გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: salome.abramidze@accor.com 

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.

„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!