ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსი ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:. 
  • ფინანსური მოდელების, საოპერაციო ანალიტიკური რეპორტების და პროგნოზირებული ფინანსური უწყისების მომზადებაში მონაწილეობა;
  • ფინანსური უწყისების, საოპერაციო რეპორტების და მათი ცალკეული ელემენტების ანალიზი და ტენდენციების განსაზღვრა;
  • საოპერაციო ანალიტიკისა და სხვა კონკრეტული საკითხების ფინანსური შესწავლისათვის ინფორმაციის მოძიება, შეჯამება, ფინანსური/სტატისტიკური დამუშავება;
  • დასაგეგმი პროექტების ბიზნეს-გეგმებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის ინფორმაციის მოძიება, შეჯამება, ფინანსური/სტატისტიკური დამუშავება;
  • მუშაობის შედეგიანობის ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
  • აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთკავშირი კომპანიის სხვა განყოფილებებთან და მის თანამშრომლებთან და ა.შ.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის სფეროში;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (BI, MS Excel, Word, Power Point)  ცოდნა;
  • ფინანსური ბუღალტერიისა და რეპორტინგის საწყისებისცოდნა;
  • საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების პროდუქტების საწყისების და მიკრო და მაკრო ეკონომიკის ცოდნა;
  • სტატისტიკის და მონაცემთა ანალიზის/დამუშავების ტექნიკის ფლობა;
  • მონაცემების მოძიების, დამუშავების, ფინანსური ანალიზის, ინფორმაციის შეჯამების და სტატისტიკური დამუშავების უნარი.
  • ანალიტიკური  უნარი; ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და  პასუხისმგებლობა, გაწონასწორებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები:
  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.; 
  • დიპლომის ასლი; 
  • პირადობის მოწმობის ასლი; 

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 
კანდიდატურების მიღება იწარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) შემდეგ საათებში: 11.00სთ-იდან 15.00სთ-მდე. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30.06.2024

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.