დერმატოლოგიური კატეგორიის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსი ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
გაყიდვები: კატეგორიის მენეჯერი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას დერმატოლოგიური კატეგორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება(სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ან მედიცინის მიმართულებით);
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კატეგორიის მართვაში, დერმატოლოგიური ბრენდების მართვის კუთხი ან/და კოსმეტიკის ან/და პარფიუმერიის გაყიდვებში, სამედიცინო პროდუქტების ან/და მედიკამენტების გაყიდვებში და მათ მარკეტინგში;
  • ინგლისური და რუსული ენების  ფლობა; 
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილო ცოდნა; MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;  სასურველია 1C – ERP სისტემის ცოდნა
  • გუნდის მართვის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ანალიტიკის, ორგანიზაციული ქცევის, პროექტების მართვის და მენეჯმენტის უნარი. 
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა , თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

ძირითადი მოვალეობები:
  • დერმატოლოგიური კატეგორიის სტრატეგიული გეგმების შემუშავება და განხორციელება, ბაზრის ანალიზი, ახალი მომწოდებლების მოძიება, არსებული პროდუქტის განვითარება. 
  • პორტფელისთვის საჭირო პროდუქტების შერჩევასა და არსებულის მართვა;
  • ლოგისტიკის, საწყობისა და მომარაგების ჯაჭვის ყველა მონაწილესთან  და მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა;
  • მომხმარებელთა ქცევის, კონკურენტების აქტივობების და დერმატოლოგიურ ბაზარზე მიმდინარე პროცესების დაგვირვება, შესაბამისი ადაპტაცია.  
  • ფინანსური მიზნების მიღწევა კატეგორიის ჭრილში, შემოსავლების ზრდისა და მომგებიანობის ჩათვლით. 
  • სტანდარტებთან და ეთიკურ პრაქტიკასთან შესაბამისობის  უზრუნველყოფა კატეგორიის მართვის ყველა ასპექტში და ა.შ.

კომპანია გთავაზობთ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს ზრდისა და განვითარების პერსპექტივით.  

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:
  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.; 
  • დიპლომის ასლი; 
  • პირადობის მოწმობის ასლი; 

მისამართზე:  ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16 
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 2 910238
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 07.06.2024 წ.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.