კომპანია LS-TECH აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის პროდუქცია წარმოადგენს ელექტრო საინსტალაციო მასალების ფართო სპექტრს.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სამგორის რაიონი
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გრაფიკზე
ძირითადი მოვალეობები:
- იმპორტის და ექსპორტის წინასწარი განბაჟება ელექტრონულად RS.ge-ზე
- სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებები
- იმპორტის დოკუმენტების წინასწარ მოთხოვნა და მიღება
- ექსპორტ-იმპორტის სრული ციკლის და საბაჟო ოპერაციების მონიტორინგი;
- სატრანსპორტო კომპანიასთან მჭიდრო ურთიერთობა მთლიანი ტრანსპორტირების ციკლის განმავლობაში და ტვირთის სტატუსების კონტროლი და განახლება, მიწოდების ვადების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში საბაჟო სპეციალისტთან კომუნიკაცია და გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების უზრუნველყოფა და სისრულეში მოყვანა განბაჟებისთვის.
- საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურების და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის მონიტორინგი
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია საბაჟო და იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა
- აუცილებელია იმპორტ-ექსპორტის ხაზის და ტვირთის გადაზიდვის ეტაპების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერა/ვერბალური კომუნიკაცია);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- საკუთარი ავტომობილი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2002.lstech@gmail.com, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება