E-Commerce განყოფილების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი Domino DIY Hypermarket
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
TOP მენეჯმენტი: კომერციული დირექტორი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული და ონლაინ გაყიდვების დეპარტამენტში E-Commerce- განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ინტერნეტ მაღაზიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
  • კონკურენტი კომპანიების ანალიზი, ახალი წინადადებების წარდგენა მარკეტინგული სტრატეგიის შესაცვლელად;
  • ტექნიკურ ჯგუფთან ურთიერთობა, ახალი ფუნქციების მუდმივად შესწავლა, მოთხოვნა-დანერგვის ციკლის სრული კონტროლი;
  • მომხმარებლის ქცევის ანალიზი Google Analytics-ის გამოყენებით;
  • მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შეფასება, მათ შორის ROI ანალიზი;
  • პარტნიორ მიწოდების სერვისებთან თანამშრომლობის და პირობების ხარისხის გაუმჯობესება;
  • შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება Excel, PowerPoint ფორმატებში როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე მომწოდებლებისთვის;
  • განყოფილების ბიზნეს პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და სიახლეების შეტანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საკუთარი E-commerce სტარტ აპის მართვის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად;
  • ბიზნეს სტრატეგიების ჭრილში, მონაცემების და ბაზრის ანალიზის უნარი;
  • პროექტების დამოუკიდებლად მართვის უნარი.
  • ელ. კომერციის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
  • SEO, და სოციალური მედია მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა, მარკეტინგლი სტრატეგიის შემუშავებს და ROI-ის ანალიზის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C ჩაითვლება უპირატესობად);
  • რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;

პიროვნული თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებული.

პირობები:
  • გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით ფიქსირებული + ბონუსი;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • კვება;
  • FitPass.

 
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!