სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიული განყოფილების რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა - საბურთალო;
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
ანაზღაურება - 1000 ლარი;
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების სამედიცინო ისტორიების გახსნა კლინიკის შიდა პროგრამაში (1C პროგრამა)
- ინფორმაციის ასახვა პაციენტთან დაკავშირებული მონაცემების პროგრამული აღრიცხვის პროცედურის შესაბამისად;
- რეგისტრაციის შემდეგ პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ამბულატორიული სივრცეების შესახებ;
- საგარანტიო წერილების ვალდებულებების გადამოწმება;
- პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება თანაგადახდის თაობაზე;
- დღის განმავლობაში მიღებული საგარანტიო წერილების გადამისამართება ანგარიშგების მენეჯერთან;
- დღის განმავლობაში მიღებული თანხის ჩეკებისა და რეპორტის მიწოდება ბუღალტერიის დეპარტამენტთან;
- სალაროში არსებული საბრუნი თანხის კონტროლი;
- პაციენტების მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდატების დაცვით;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება;
- გამართული მეტყველება ქართულად;
- უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- კრიზისული სიტვაციის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ამბულატორიული განყოფილების რეგისტრატორი“
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.