„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
ორგანიზაციის მისია - კომპანია ხელს უწყობს ცილის წარმოებას სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის ინოვაციური ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ლაბორატორიული კვლევების ჩატარება;
- საკვებისა და ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
- ნიმუშების მიღება-აღრიცხვა და რეპორტების წარდგენა;
- ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი;
- წარმოების ნიმუშების აღება და შემოწმება შესაბამისი SOP-ების მიხედვით;
- მიღებული შედგეების გადამოწმება დაწესებულ ნორმებთან;
- ლაბორატორიაში არსებული დანადგარების მოვლა: წმენდა, დაკალიბრება გაწერილი პერიოდულობით;
- შესაბამისი სამუშაო ფორმების შევსება;
- ექსპერიმენტებში ჩართულობა;
- გარე ლაბორატორიებისთვის ნიმუშების მომზადება;
- გარე ლაბორატორიული მონაცემების მონიტორინგი;
სავალდებულო მოთხოვნები :
- აუცილებელია კვების ტექნოლოგიის/ქიმიის/ბიოლოგიის მიმართულების უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ხარისხსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
ჩვენთან დაგხვდებათ:
- პროფესიული და პერსონალური განვითარების შესაძლებლობა
- მრავალფეროვანი შემეცნებითი და სპორტული აქტივობები
- კვება და ტრანსპორტირება
სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლევან ღოღობერიძის 67 ბ.
სამუშაო გრაფიკი: - დინამიური (ცვლებში მუშაობა)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2024 წლის 3 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ლაბორატორიის სპეციალისტი“
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.