შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომლის საკუთრებაშია ქ.თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი ,,სითი თაუერი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ცენტრის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: სითი მოლი საბურთალო / სითი მოლი გლდანი
სამუშო განაკვეთი: დღეგამოშვებით
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ცენტრში შემოსული მომხმარებლების დახმარება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის ინფორმირება სავაჭრო ცენტრში არსებული/განთავსებული ბრენდების, მათ შორის მაღაზიების, სტენდების, კუნძულების, აფთიაქის, ბანკების, სალონის, სპორტდარბაზის, კინოს, ჰიპერმარკეტის/მარკეტის შესახებ;
- დეტალური ინფორმაციის ცოდნა სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებადი სასაჩუქრე ბარათების, მათი პირობების (მათ შორის აქტივაცია, გამოყენება, გასაჩუქრების წესი და აშ.) შესახებ;
- მომხმარებელებისთვის დახმარება სასაჩუქრე ბარათის გააქტიურებასა და თანხის ჩარიცხვაში;
- სატელეფონო ზარების მიღება და შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
- საინფორმაციო სივრცის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ცენტრის დაცვის სამსახურისთვის მყისიერი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლის მიერ დაკარგული ნივთის შესახებ, მათ შორის, მომხმარებლის/მესამე პირის მიერ ნაპოვნი ნივთის მოფრთხილება და აღნიშნულ ნივთთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება დაცვის სამსახურის უფროსისთვის;
- საჭიროების შემთხვევაში პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
დამატებითი უნარები:
- კომუნიკაბელურობა
- შრომისმოყვარეობა
- პუნქტუალობა
- დისციპლინირებულობა
- ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.