სავაჭრო ცენტრის მიმღები ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: რეცეფციონისტი
შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომლის საკუთრებაშია ქ.თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი ,,სითი თაუერი“  აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ცენტრის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე. 

მდებარეობა: სითი მოლი საბურთალო / სითი მოლი გლდანი
სამუშო განაკვეთი: დღეგამოშვებით

ძირითადი მოვალეობები:
  • სავაჭრო ცენტრში შემოსული მომხმარებლების დახმარება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის ინფორმირება სავაჭრო ცენტრში არსებული/განთავსებული ბრენდების, მათ შორის მაღაზიების, სტენდების, კუნძულების, აფთიაქის, ბანკების, სალონის, სპორტდარბაზის, კინოს, ჰიპერმარკეტის/მარკეტის შესახებ;
  • დეტალური ინფორმაციის ცოდნა სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებადი სასაჩუქრე ბარათების, მათი  პირობების (მათ შორის აქტივაცია, გამოყენება, გასაჩუქრების წესი და აშ.) შესახებ;
  • მომხმარებელებისთვის დახმარება სასაჩუქრე ბარათის გააქტიურებასა და თანხის ჩარიცხვაში;
  • სატელეფონო ზარების მიღება და შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა; 
  • საინფორმაციო სივრცის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ცენტრის დაცვის სამსახურისთვის მყისიერი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლის მიერ დაკარგული ნივთის შესახებ, მათ შორის, მომხმარებლის/მესამე პირის მიერ ნაპოვნი ნივთის მოფრთხილება და აღნიშნულ ნივთთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება დაცვის სამსახურის უფროსისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა

დამატებითი უნარები:
  • კომუნიკაბელურობა 
  • შრომისმოყვარეობა
  • პუნქტუალობა
  • დისციპლინირებულობა
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge 
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.