ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი RESTOSOFT
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
შპს რესტოსოფტი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი;
  • განათლება - ბაკალავრი;
  • საბუღალტრო პროგრამის ბალანსის ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად;
  • ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე;
  • აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა.
 
სამუშაოს აღწერილობა:
  • საბანკო ოპერაციების გატარება;
  • სალაროს მოძრაობის გატარება;
  • შესყიდვების გატარება;
  • დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
  • ბრუნვითი უწყისის გავლა და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთის უზრუნველყოფა;
  • დარიცხვების და ჩამოწერების გატარება პროგრამაში;
  • ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
  • მთავარი ბუღალტრის მეთვალყურეობის ქვეშ დეკლარაციების მომზადება; 
  • კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო ინსტრუქციების დაცვა;
  • მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • მთავარი ბუღალტრის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა.

სამუშაო განაკვეთი:  სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: contact@restosoft.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.