შესყიდვებისა და კრედიტორ-დებიტორული ვალდებულებების მართვის სპეციალისტი

მივლინება: არა ხელფასი: 1500
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
შპს „ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში,  შესყიდვებისა და კრედიტორ-დებიტორული ვალდებულებების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე:

  • სამედიცინო და სამეურნეო სახარჯი მასალების, მედიკამენტების და კლინიკის მთლიანი *შესყიდვების კონტროლი და მონიტორინგი;
  • სასაქონლო და მატერიალური ნაშთების კონტროლი;
  • შესასყიდი საქონლის საფასო კვლევა ბაზარზე;
  • ურთიერთობა მომწოდებლებთან, შედარების აქტების წარმოება;
  • კლინიკის პაციენტებთან ანგარიშსწორების მონიტორინგი, ვალების ამოღება;
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება სამედიცინო სექტორში;
  • სასურველია ფინანსების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია  საოფისე პროგრამების კარგად (MS Office) ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა ;

პიროვნული თვისებები: 
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით, მოტივირებული და ორგანიზებული;

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება: დარიცხული 1500 ლარი თვეში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით 2024 წლის 17 მაისამდე შემდეგ მისამართზე:  info@hcore.ge